ENG | GEO | ||
”ჩანასახიდან ბავშვს უფლება აქვს იყოს დაცული” | ||
მთავარი | ორგანიზაცია | სტრუქტურა | პროგრამები |კონფერენციები| ქველმოქმედება|ფილიალები | გამოცდილება | კონტაქტი |
სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდი ისახავს კეთილშობილურ მიზანს განახორციელოს სოციალური პედიატრიის განვითარების პროგრამები, როგორიცაა დედათა, ბავშვთა და მოზარდთა სოციალური უფლებების დაცვა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ფონდს გააჩნია დიდი ორგანიზაციული გამოცდილება, შესატყვისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გამოცდილი კადრები. Fფონდთან თანამშრომლობენ ცნობილი ექიმები, პროფესორები, საზოგადო მოღვაწეები, იურისტები, რომლებიც ატარებენ მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დახმარების საქველმოქმედო აქციებს(უფასო გამოკვლევები, მკურნალობა, კონსულტაციები). ამ აქციებზე, რომელიც ჩატარდა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში(მთა-თუშეთი, აჭარა, კოდორის ხეობა, სიღნაღი, ახალგორი, ბახმარო-ბეშუმი, ბაღდადი, რუსთავი, აბაშა, გურჯაანი, მარნეული, გორი ჩოხატაური, ლანჩხუთი, საგარეჯო, ფასანაური, ზუგდიდი, ავჭალის ბავშვთა კოლონია, წყნეთის ბავშვთა სახლი და სხვა მრავალი) კომპლექსურად გაისინჯა 61 700-ზე მეტი ბავშვი და მოზარდი. შედეგადPპრაქტიკულად შეიქმნა მოსახლეობის ავადობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის,Mმათი კვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის ეფექტურობის ზოგადი სურათი. შემუშავდა რეკომენდაციები და შეიქმნა პროგრამები ბავშვთა სამედიცინო მომსახურების ეფექტურობის ამაღლების მიზნით. ორგანიზაციას აქვს დიდი გამოცდილება სამკურნალო-პროფილაქტიკური, სარეაბილიტაციო და სანიტარულ-ჰიგიენური განათლების პროგრამების მართვის და მონიტორირების საქმეში. UNICEF-ის მხარდაჭერით განხორციელებული აქვს პროექტი ,,სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და დროებით იზოლატორებში მყოფ ბავშვთა და მოზარდთა სოციალურ-ფსიქოლოგიური, სამედიცინო-პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო ღონისძიებანი", რომლის ძირითადი სტრატეგია იყო: 1) ციხეებსა და დაკავების ადგილებში მყოფ ბავშვთა და მოზარდთა სამედიცინო შემოწმების საფუძველზე ჯანმრთელობის შესაბამისი ღონისძიებების გატარება(მკურნალობა, რეკომენდაციები და ა.შ.), 2) ბავშვთა ფსიქო-სომატური მონაცემების საფუძველზე სარეაბილიტაციო ღონისძიებების შემუშავება, 3) ჯანმრთელი ცხოვრების წესის უზრუნველყოფისათვის სამედიცინო-აღმზრდელობითი მუშაობის ჩატარება და შესატყვისი ლიტერატურის მიწოდება. Pპროგრამის შესრულების პროცესში გამოვლინდა, რომ ამ კონტიგენტში საკმაოდ მაღალია ტოქსომანიის, ნარკომანიის, პროსტიტუციის, ტუბერკულოზის, სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციათა, ფსიქო-სომატური დარღვევების რიცხვი. Pპროგრამის შესრულების ანალიზით დაისახა განსახორციელებელი ამოცანები: 1. სასწრაფოა მსჯავრდებულთა იზოლაცია დანაშაულის კატეგორიებისა და წლოვანების მიხედვით. 2)მომავალი დედობის პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ შემადგენელი ნაწილია ბავშვთა ასაკში ,,ქუჩის ბავშვებში” გოგონათა სწორი ორიენტაციის ჩამოყალიბებას. 3) აუცილებლობა მოითხოვს ბავშვთა და მოზარდთა ასაკში ტოქსომანიის, ნარკომანიის, სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციათა, მათ შორის აივ ინფექციის პროფილაქტიკური და სამკურნალო ღონისძიებების გატარებას, 4) სკოლა-სემინარები არსებული პრობლემის ირგვლივ – სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებისა და უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგებთან 5) სპეციალურ გადაცემათა ციკლის შექმნა რადიო-ტელევიზიაში, პრესაში აქტიური გაშუქება.იხ. პროექტი ,,მონანიება”). პროგრამაზე მუშაობის პერიოდში Pპერიოდულ პრესაში არსებული პრობლემის ირგვლივ გამოქვეყნდა სტატიები: 1),,რისკის ჯგუფის” ბავშვებთან პედაგოგიური მუშაობის ზოგიერთი საკითხი. 2) ფრთხილად, თქვენს წინ ბავშვია! 3) ჩვენ მივდივართ იმ გზით, რომლითაც უნდა ვიაროთ! 4) ბავშვთა და მოზარდთა დამნაშავეობა ექიმ-პედიატრის თვალთახედვით. ინვალიდთა ლიგასთან ერთად შესრულებული აქვს პროგრამა ,,გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების შეზღუდვის პრევენციის მეთოდოლოგიის შემუშავება, პროპაგანდა და პირველადი სოციალური დახმარება ბავშთა ასაკში” პროგრამის მიზანს წარმოადგენდა, შეგვესწავლა სასწავლო დაწესებულებებში არსებული ჰიგიენური მდგომარეობა, შემუშავდეს არსებული დარღვევების პრევენციის მეთოდები და როგორც სკოლის მოსწავლეებს, ასევე მათ მიკროსოციალურ გარემოს მიეწოდოს ინფორმაცია შრომისა და დასვენების დროის სწორი განაწილების, ფიზიკური აქტივობის აუცილებლობის შესახებ, სწორი კვების თაობაზე ანუ მოხდეს ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა. Aასრულებს პროგრამას ,,ბავშვთა აღზრდისა და განვითარების ხელშემწყობი მიზნობრივი პროგრამა”, რომლისDსტრატეგიული მიზანი და ორიენტირებია: 1) დედაქალაქის სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებში ბავშვთა და მოზარდთა ჰიგიენის განვითარების უზრუნველყოფა. 2)დედაქალაქის საგანმანათლებლო დაწესებულებში მომავალი თაობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფისათვის პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა და განხორციელება. 3)სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებში არსებული ჰიგიენური მდგომარეობის შესწავლა და არსებული დარღვევების პროფილაქტიკა. 4)დედაქალაქის სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებში ბავშვთა და მოზარდთა ჰიგიენის საკითხებში განათლების ხარისხის განსაზღვრა და უზრუნველყოფა. 5) ბავშვთა და მოზარდთა სწავლებისა და აღზრდის პირობების გაჯანსაღება და მათ სასწავლებლებში ჰიგიენური წესებისა და ნორმების დაცვა. მესამე წელიწადია ანხორციელებს ქ. თბილისის სამკურნალო დაწასებულებებში 0-დან 3-წლამდე ბავშვთა კვების პროგრამას. საქართველოს თავდაცვის ფონთან ერთად ფონდმა შეასრულა ,,საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე და დაღუპულთა ოჯახებისსამედიცინო-სამკურნალო, პროფილაქტიკური და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა”. ამჟამად, 2004წ ანხორციელებს: I ქ.თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის პროგრამებს: 1),, ქ. თბილისში სკოლის ასაკის ბავშვთა სკოლიოზის, მათი რისკ ჯგუფების გამოვლენა და პრევენციული ღონისძიებანი” 2) ,,თბილისის ინსტიტუციონალურ დაწესებულებებში (ბავშვთა სახლები, სკოლა-ინტერნატები, ბაგა-ბაღები, პანსიონატები, თავშესაფრები) მყოფ აღსაზრდელებში სომატურ დაავადებათა პრევენციული და რეაბილიტაციური ღონისძიებანი” II საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამებს: 1) სოციალური სფეროს ინსტიტუციონალური და ფუნქციონალური რეფორმის ხელშეწყობის 2004წლის სახელმწიფო პროგრამის -სოციალური სფეროს საორგანიზაციო-მეთოდური და სამართლებრივი უზრუნველყოფის კომპონენტს ,,სოციალური მუშაკის ინსტიტუტის ჩამოყალიბება საქართველოში.” 2) მოსახლეობის სტაციონარული დახმარების სახელმწიფო პროგრამის - 0-3წლამდე ასაკის ბავშვთა სამედიცინო დახმარების კომპონენტის მონიტორინგი 3) მოსახლეობის სტაციონარული დახმარების სახელმწიფო პროგრამის – სამეანო დახმარების კომპონენტის( სამეანო დახმარება და ახალშობილთა მოვლა სამშობიარო სახლის პირობებში; ახალშობილთა სკრინინგი ფენილკეტონურიაზე) მონიტორინგი; 4) მოსახლეობის სტაციონარული დახმარების სახელმწიფო პროგრამის - მოსახლეობის ურგენტული მომსახურების (გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება, ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით მკურნალობა) კომპონენტის მონიტორინგი; III 2005წელს განახორციელებს ჩღDF პროექტს: ,,ვირუსების როლი გენერალიზებული ინფექციის მქონე ახალშობილებში რეანიმაციის განყოფილებებიდან(ღოლე ოფ ვირალ პატჰოგენს ინ სყსტემიც ინფეცტიონს ინ ინფანტს ფრომ ტჰე ნეწბორნ ინტენსივე ცარე უნიტს ინ Gეორგია “)
3. USAID ენდ WORLD LEARNING –თან შექმნილი სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის სამუშაო ჯგუფი(ხელმძ. Mმ. მირიანაშვილი) მუშაობს ინვალიდთა ინტერესებისადმი საქართველოს ეროვნულ მოქმედებათა გეგმის პროექტზე. 2004წლის ოქტომბერში სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდმა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად კოალიციაში გაიმარჯვა USAID და WORLD LEARNING-მიერ გამოცხადებულ კონკურსში სახელწოდებით ,,ვისწავლოთ ერთად ცხოვრება” რომელიც მთლიანად ეძღვნება შ.შ.ს. ინტერესებისადმი PR კომპანიას. Qქ-ნიMმ. მირიანაშვილი ამ პროგრამის კოორდინატორია. ორგანიზაციას ჩატარებული აქვს სამუშაო შეხვედრები სახალხო დამცველის ოფისში საკითხზე- ,,არასრულწლოვანი დამნაშავეები, მათი უფლებები და რეალობა" და ,, გლობალური მარშის" წარმომადგენელთან კაილაშ სატიარტთან. Gგამგეობის თავმჯდომარემ მოხსენება გააკეთა საერთაშორისო ასოციაციის ,, კავკასია: ეტნიკური ურთიერთობები, ადამიანის უფლებები, გეოპოლიტიკა" სდომაზე, სადაც განიხილებოდა საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობა. A ორგანიზაციას საერთოდ სხვადასხვა თემატიკაზე ჩატარებული აქვს თერთმეტი კონფერენცია და 17 სიმპოზიუმი. მათ შორის კონფერენციები თემებზე: 1),,თანდაყოლილი იფექციების თანამედროვე ასპექტები” (6.11.2002) 2),,მუკოვისციდოზით დაავადებულთა სამედცინო და სოციალური ასპექტები”(7.11.2002) 3) ,, მოზარდთა სექსუალური, ბიოსამედიცინო, სოციალური და ფსიქოლოგიური ასპექტები” (20.12.2002) 4):,, მეორადი იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დიაგნოსტიკისა და იმუნოკორექციის პრინციპები პედიატრიულ პრაქტიკაში”(31.05.2003წ) ყოველ წელს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უძღვნის კონფერენციას რომელზედაც განიხილება პედიატრიის აქტუალური საკითხები, ბავშვთა უფლებები და სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის საანგარიშო მოხსენება(01.06.2004წ, 01.06.2003წ, 01.06.2002წ, 01.06.2001წ, 01.06.2000წ) F სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდი დიდ მუშაობას აწარმოებს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, რეზიდენტებთან, ახალგაზრდა ექიმებთან. ფონდთან შექმნიალია პედიატრ სტუდენტთა კავშირი ,,პესტო” და ახალგაზრდა პედიატრთა ლიგა, რომლებიც ფონდის აქტიური მხარდაჭერით ეწევიან სანიტარულ-საგანმანათლებლო საქმიანობას, ფონდთან ერთად ხელმძღვანელობენ და აქტიურ დახმარებას უწევს სტუდენტებს, რეზიდენტებს და ახალგაზრდა ექიმებს სამეცნიერო-პრაქტიკულ საქმიანობაში. სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდი აწარმოებს საგამომცემლო საქმიანობას უშვებს გაზეთს ,,სოციალური პედიატრია” და სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალს ,,სოციალური პედიატრია”, მეთოდურ რეკომენდაციებს. F ფონდის თანამშრომლების მიერ შემუშავებულია უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები: 1. ,,პირველადი და მეორადი იმუნოდეფიციტებისა და მემკვიდრეობითი დაავადებების მართვა”. (რეგისტრაციის ¹2003171). 2. ,,მალაბსორბციის სინდრომით მიმდინარე დაავადებათა ეტიოპათოგენეზის, კლინიკის, დიაგნოსტიკის, და მკურნალობის პრინციპები”(რეგისტრაციის ¹2003170). 3.,,,გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანების დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროგნოზირებისა და რეაბილიტაციის თანამედროვე პრინციპები იურა-ს და სწმ-ს დროს, მიტრალური სარქვლის პროლაბირებისა და გულის რიტმის დარღვევების დროს ბავშვთა ასაკში “რეგისტრაციის ¹2003357).. 4. ,,გულის ანთებითი და არაანთებითი შეძენილი დაავადებების (არარევმატიული კარდიტი, მიოკარდიოდისტროფია, კარდიომიოპათია, ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია, არტერიული ჰიპერტენზია, არტერიული ჰიპოტონია, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის იშემიური დაავადება) პათოგენეზის, დროული დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროგნოზირებისა და რეაბილიტაციის თანამედროვე პრინციპები.”(რეგისტრაციის ¹2003358).. -,,ჯანმრთელი ბავშვი მშვიდობიანი კავკასია”(01.06.1999) ,,ახალგაზრდა პედიატრთა XVIIIკონფერენცია” (01.06.2000წ) კონფერენცია: ,,ბავშთა მკურნალობა XXI საუკუნეში”(01.06.2000 კონფ: ,,რესპირატორულ დაავადებათა თერაპიის აქტუალური საკითხები”(28.02.2001 კონფ: ,,ბავშვი, მოზარდი და ოჯახური ძალადობა”(01.6.2001) კონფ: ,ჩანასახიდან ბავშვს უფლება აქვს იყოს დაცული”(2001) - შეხვედრა სახალხო დამცველის ოფისში,,არასრულწლოვანი დანაშავეები, მათი უფლებები და რეალობა”(27.03.2001) - შეხვედრა ,,გლობალური მარშის” წარმომადგენელთან კაილაშ სატიარტთან(04.09.2002 Kკონფ: ,,ადამიანის გენომის პროექტი”(13.02.2002) კონფ: ,,თანდაყოლილი იფექციების თანამედროვე ასპექტები” (6.11.2002) კონფ: ,,მუკოვისციდოზით დაავადებულთა სამედცინო და სოციალური ასპექტები”(7.11.2002) კონფ: ,,მოზარდთა სექსუალური, ბიოსამედიცინო, სოციალური და ფსიქოლოგიური ასპექტები” (20.12.2002) კონფ: ,,მეორადი იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დიაგნოსტიკისა და იმუნოკორექციის პრინციპები პედიატრიულ პრაქტიკაში”(31.05.2003წ) კონფ: ,,ენტერალური და პარენტერალური კვების პრინციპები. (04. 04 2003წ) -A,,საქართველოს ბავშვთა კარდიოლოგთა ასოციაციის II სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია” (19.XII.2003წ)
| |