1998 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში გაატარა სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდი , რომელმაც შექმნის დღიდანვე მიზნად დაისახა ისეთი კეთილშობილური პროგრამების გან ხორ ციელება , როგორიცაა დედათა , ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათი სოციალური პირობების დაცვა .
სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდში თანაშრომლობენ ცნობილი ექიმები , პროფესორები და საზოგადო მოღვაწეები , რომლებიც ატარებენ მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დახმარების საქველმოქმედო აქციებს .
ფონდი ზრუნავს ჯანმრთელი ოჯახებისა და ჯანმრთელი თაობის აღზრდისათვის , ქალების დედობისათვის მომზადებისათვის . დღეისათვის სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდმა ჩაატარა და დღესაც ატარებს საქველმოქმედო აქციებს , სადაც კომპლექსურად გასინჯული იქნა 53 000- ზე მეტი ბავშვი . მათ მიეცათ სათანადო რჩევა - დარიგება და საჭირო მედიკამენტები , ათეულობით ავადმყოფს უფასოდ ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაციები და სხვადასხვა მაღალკვალიფიციური კლინიკური დახმარებები . აქციები ჩატარდა თბილისსა და მის შემოგარენში , აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონებში . ამჟამად დაკანონდა და მუდმივი ხასიათი მიიღო თ . ს . ს . უ . პედიატრიულ კლინიკაში უფასო მაღალკვალიფიციურმა სამედიცინო დახმარებებმა .
უნდა აღინიშნოს , რომ ფონდის საქველმოქმედო აქციებს მხარი აუბეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონების როგორც სამთავრობო ისე არასამთავრობო სამედიცინო ორგანიზაციებმა . შეიქმნა რეგიონალური წარმომადგენლობები იმერეთში , კახეთსა და სამეგრელოში .
სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდმა ჩაატარა კონფერენციები და სიმპოზიუმები , რომლებიც მიუძღვნა დღევანდელობისათვის მეტად საჭირბოროტო საკითხებს .
I კონფერენციით , რომელიც ჩატარდა 1998 წლის 25 დეკემბერს დევიზით : « ჩვენთან ერთად ირწმუნე მომავლის რეალობა » აღსდგა ახალგაზრდა ექიმთა და რეზიდენტთა სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენციების ციკლის , რამაც ფართო გამოხმაურება ჰპოვა ახალგაზრდა სპეციალისტებსა და სტუდენტებში .
II კონფერენცია სადაც ფართო საზოგადოების წინაშე წარ დგენილი იყო სამამულო წარმოების ვიტამინებითა და ამინომჟავებით მდიდარი ბიოლო გიურად აქტიური დანამატი « აპივიტი », აგრეთვე მატონიზირებელი ნატურალური სასმელი « აპოფიტი » და ქართული წარმოების ბავშვთა კვების პროდუქტი « ცეროდენა » ჩატარდა 1999 წლის 1 ივნისს .
1999 წლის 23 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გ . ჟვანიას სახელობის კლინიკაში ჩატარდა სიმპოზიუმი - « ბავშვთა კვება XXI საუკუნეში », ხოლო მეორე - « ორთოპედიული სკოლა » 1999 წლის 20 მაისს .
1999 წლის 25 დეკემბერს ჩატარდა სოციალური პედიატრის დაცვის ფონდის III კონფერენცია დევიზით « დღე ვა ნდელი ეკონომიკური მიმართულებანი პედიატრიაში და მისი პერსპექტივები ».
2000 წლის 1 ივნისს შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მცირე დარბაზში ჩატარდა V კონფერენცია დევიზით « ჩანასა ხიდან ბავშვს უფლება აქვს იყოს დაცული ».
2001 წლის 27 მარტს შედგა შეხვედრა სახა ლხო დამცველის ოფისში « არასრულ წლოვანი დამ ნა შავეები , მათი უფლებები და რეალობა ».
2001 წლის 1 ივნისს რუსთაველის თეატრში შედგა სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის (XIX) კონფერენცია , რომლის მუშაობაც მოიცავდა 3 სიმპოზიუმს : 1. ჩანასახიდან ბავშვს უფლება აქვს იყოს დაცული ; 2. ბავშვი მოზარდი და ოჯახური ძალადობა ; 3. მკურნალობა XXI საუკუნეში , დევიზით « ბედნიერი ბავშვობა ინექციის გარეშე ».
2002 წლის 23 მაისიდან 26 მაისამდე სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდმა სრულიად საქართველოს კათალიკოს - პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა - კურხევით განახორციელა უფასო პროფილაქტიკური გასინჯვები აჭარის მაღალმთიან რაიონებში . მაღალკვალიფიციური ექიმი - პედიატრების მიერ გაისინჯა 600- მდე ბავშვი . დაურიგდათ შესაბამისი მედიკამენტები და ჩაუტარდათ კლინიკურ - ინსტრუმენტული გამოკვლევები .
2002 წლის 30 მაისს რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში ჩატარდა სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის VI (XX) სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია . კონფერენციის მუშაობა მოიცავდა 2 სიმპოზიუმს - 1. ჩანასახიდან ბავშვს უფლება აქვს იყოს დაცული ; 2. მკურნალობა XXI საუკუნეში და რეზიდენტთა , ასპირანტთა , ახალგაზრდა პედიატრთა საიუბილეო XX კონფერენციას .
2002 წლის 6 ნოემბერს ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე : “ მუკოვისციდოზით და ნივთიერებათა ცვლის კონსტიტუციური მოშლილობით დაავადებულთა სამედიცინო და სოციალური პრობლემები ”.
2002 წლის 7 ნოემბერს ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე : “ თანდაყოლილი ინფექციების თანამედროვე აპექტები ”.
2003 წლის 4 აპრილს ჩატარდა სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის მე -9 კონფერენცია რომელიც მოიცავდა 2 პლენარულ სხდომას 1. ენტერალური და პარენტერალური კვების პრინციპები , 2. ბავშვთა კვება , ბიოაქტიური ნაერთები , თანამედროვე მკურნალობა .
2003 წლის 31 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორატის სააქტო დარბაზში ჩატარდა სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის X (XXI) სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე ”მეორადი იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დიაგნოსტიკისა და იმუნოკორექციის პრინციპები პედიატრიულ პრაქტიკაში.” – პირველი საერთაშორისო ინტერნეტ კონფერენცია.
2003 წლის 19 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკაში, ჩატარდა საქართველოს ბავშვთა კარდიოლოგთა მე-2 კონფერენცია თემაზე “ბავშვთა კარდიოლოგიის აქტუალური საკითხები”.
2004 წლის 1 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის II საერთაშორისო XI (XXII) კონფერენცია თემაზე “პედიატრიის აქტუალური საკითხები”, რომელიც მიეძღვნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ახალგაზრდა პედიატრთა ლიგა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკა, საქართველოს პედიატრთა ასოცოაცია, საქართველოს ექიმთა ასოცოაცია, სრულიად საქართველოს ქალთა კონგრესი, სარულიად საქართველოს ქალთა ახალგაზრდული ორგანიზაცია.
კონფერენცია გაიმართა საქართველოს პარლამენტის შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის; შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის; ინვალიდთა ლიგის, კავშირი “სპორტი ჯანმრთელობისათვის, სპორტი დოპინგის გარეშე”; საქართველოს პრდიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის; ფარმაცევტული კომპანიების “ჯი- პი- სი”, “ავერსი”, ფრარმაცევტული ფირმა “ფაიზერის” და სააქციო საზოგადოება “რეა”-ს თანადგომით. I პლენარულ სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან მეტრეველი, სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის 2003 წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა პროფ. გ. ჩახუნაშვილმა, პედიატრ სტუდენტთა ორგანიზაციის პესტოს 2003 წლის ანგარიში – დ. რამინაშვილმა, თსსუ პედიატრ სტუდენტთა სამეცნიერო ორგანიზაციის მუშაობის ანგარიში – ბ. კულუმბეგოვმა.
კონფერენციის დასასრულს მიღებული იქნა II(XI) საერთაშორისო კონფერენციის რეზოლუცია :
კონფერენცია კიდევ ერთხელ ადასტურებს და მხარს უჭერს , რათა მკაცრად იქნას დაცული და პრაქტიკულად განხორციელდეს , გაანალიზდეს საქარ თ ველოში სხვადასხვა რეგიონში უფასოდ გასინჯულ ბავშვთა და მოზარდთა მონაცემები . მიღებული შედეგები და განსახორციელებელ ღონისძიებებზე წინადადებები მიეწოდოს საქარ თველოს პარლამენტს , თბილისის საკრებულოს , შესაბამის სამინის ტროებს , რეგიონებს და ეთხოვოთ მათ შეძლებისამებრ დახმარება . ეთხოვოს პარლამენტის თავმჯდომარეს , სახელმწიფო მინისტრს რათა შუამდგომლობა გაგვიწიოს ბავშვთა _ ყველა შემოტანილ ან ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე გადახდილი დ . ღ . გ . შეტანილი იყოს სპეციალური კოდით ( მაგ . ბ / დ . ღ . გ .) და ამ შემოსავლებიდან მოხდეს საქარ თველოში მაცხოვრებელ ბავშვთა კეთილდღეობისათვის შექმნილი პროგრამების დაფინანსება .
|