Russian ENGLISH | ||
”ჩანასახიდან ბავშვს უფლება აქვს იყოს დაცული” | ||
მთავარი | ორგანიზაცია | სტრუქტურა | პროგრამები |კონფერენციები| ქველმოქმედება|ფილიალები | გამოცდილება | კონტაქტი | ||
დედათა, ბავშვთა და მოზარდთა
ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათი სოციალური პირობების დაცვა- კეთილშობილური
მისია სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის უმთავრესი მამოძრავებელი ღერძი და
უმოკლეს ვადაში დამკვიდრებული ავტორიტეტის წინაპირობაა. ფონდში მოღვაწე მედიცინისა და მეცნიერების სხვადასხვა სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლები სისტემატიურად ატარებენ მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დახმარების საქველმოქმედო აქციებს; “ჯანსაღი ოჯახი და ჯანმრთელი თაობა; მომავალი დედობისათვის მომზადებული ქალი” – ამ დევიზით ხელმძღვანელობს ფონდი. რომლის საქმიანობათა ნუსხაშია: -სამკურნალო პროფილაქტიკური გასინჯვები -ქალაქის სამ წამყვან კლინიკაში თვეში ერთჯერადი უფასო მომსახურების დაკანონება. -ბავშვთა # 3 პოლიკლინიკასა და დედათა და ბავშვთა სადიაგნოსტიკო ცენტრში წამყვან სპეციალისტთა კონსულტაციები; ფონდმა ჩაატარა კონფერენციები: “ჯანმრთელი ბავშვი – მშვიდობიანი კავკასია”, “ბავშვს უფლება აქვს ჩანასახიდან იყოს დაცული”, “დღევანდელი ეკონომიკური მიმართულებანი პედიატრიაში და მისი პერსპექტივები” “ბავშვთა მკურნალობა XXI საუკუნეში” “ბავშვთა კვება XXI საუკუნეში” მიმდინარეოს მუშაობა შემდეგ პროგრამებზე: ფარმაცევტული პროგრამა “ბავშვთა კვება”; “ორთოპედიული სკოლა”; “იმუნო-გენეტიკური ცენტრი და ახალშობილთათვის უფასო პერინატალური ცენტრი”. ეპიდემიოლოგიური პროგრამები და სხვა. ფონდმა შექმნა პირველი ქარტულ;ი კვებითი დანამატები: აპივიტი , აპიკორი, აპიპინი, აპიპიკნო და ეკოლოგიურად სუფთა მატონიზირებელი სასმელი “ივერიული”. ფონდის პროგრამებში მონაწილეობის მსურველები დაუკავშირდით სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის გამგეობას.
|
| |